ზემო ფონიჭალაში მდებარე ბაგა–ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე მეორე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნის ფაქტზე საუბრობს.
“ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, ყველაფერი კარგად არის. იქ ვიყავით ყველა მაგრამ, ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ, მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა,”,–აღნიშნავს დირექტორი “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, “ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადარჩა”.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.
საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.