დიდი ბრიტანეთის წამყვანი ტურისტული კომპანია Tui Group-ი აცხადებს, რომ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მზად არის, COVID-ტესტების სუბსიდირება განიხილოს, რათა მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, ამჟამინდელი რეგულაციებით ტურისტს მოგზაურობისას მინიმუმ 2 ტესტის გაკეთება უწევს – ერთი ქვეყნის დატოვებისას, მეორე კი – ახალ ქვეყანაში შესვლისას. ტურისტული კომპანიის განცხადებით, ის მზად არის COVID-ტესტის საფასური, დაახლოებით, 20-90 გირვანქა სტერლინგით დაასუბსიდიროს.
როგორც BBC წერს, COVID-ტესტების სუბსიდირებისა, კომპანია აპირებს, მოგზაურებს შესთავაზოს სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ისეთ რისკებს დააზღვევს, როგორიც COVID-ტესტზე დაგვიანებული პასუხებია.
გამოცემის ინფორმაციით, Tui Group-ი ერთადერთი ტურისტული კომპანია არ არის, რომელიც COVID-ტესტების სუბსიდირებას განიხილავს. ანალოგიურ ინიციატივაზე მუშაობენ ბრიტანეთის სხვა წამყვანი ტუროპერატორები. მაგალითად, როგორიც არის EasyJet, Jet2 და British Airways-ი. წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთმა კომპანიამ COVID-ტესტები, შესაძლოა, 60-120 სტერლინგითაც კი დაასუბსიდირონ.