თბილისის აეროპორტში განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოთხი წლის შემდეგ პირველად რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავი პირდაპირი რეისით ჩამოდრინდა.
ჩვენ BBC-ზე გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
“აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, სადაც ეწერა “არ მოგესალმებათ” თბილისის აეროპორტში, რადგან პირველი პირდაპირი რეისი თითქმის ოთხი წლის შემდეგ ჩამოვიდა რუსეთიდან.
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მათ აეროპორტის ჩამოსასვლელი დარბაზის გარეთ დგომა აუკრძალა.
Azimuth Airlines-ის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 13:20 საათზე ჩამოფრინდა (09:20 BST), საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ორგანაზიციიდან მწვანე შუქის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
საქართველოს მთავრობა მიესალმა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების დაბრუნებას.
“ბენეფიციარები ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებსაც სამმაგი ღირებულება უჯდებათ შემოვლითი გზა“, – განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთში მცხოვრები მილიონი ეთნიკური ქართველი მოქალაქე მიიღებს სარგებელს, თუმცა რუსული მონაცემების მიხედვით, ეს რიცხვი 114 000-ს უახლოვდება.
მაგრამ ქართველების უმეტესობა ეწინააღმდეგება მთავრობის ნაბიჯს, დაუშვას ფრენები და 100-ზე მეტი ქართული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს არის მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების “პირდაპირი დივერსია”. საქართველო იმედოვნებს, რომ ბრიუსელი დაამტკიცებს მის კანდიდატურას ამ წლის ბოლოს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პირველ რეისზე იმყოფებოდა პრორუსული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის დელეგაცია. Georgian Airways ასევე გეგმავს ყოველდღიურ ფრენებს მოსკოვის მიმართულებით.
ურთიერთობების აშკარა დათბობა მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც წყვეტს მოსკოვის პირდაპირი ფრენების ცალმხრივ აკრძალვას, რომელიც დაწესდა 2019 წელს თბილისში მასობრივი ანტირუსული საპროტესტო აქციების საპასუხოდ.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს შესვლის 20 წლიანი შეზღუდვაც მოუხსნა.
და მაინც, ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
რუსეთსა და საქართველოს შორის ომი 2008 წელს მოხდა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.
საქართველოს პროევროპელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო “მორიგი რუსული პროვოკაცია”.
ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც გამოხატეს იმედგაცრუება ბოლო მოვლენების გამო.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გადაწყვეტილება „საჩუქრის“ მიღების შესახებ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ, რატომ ახლა? რატომ აკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებს, ამ შეთავაზებებს საქართველოსთვის. რა არის ფასი, რომლის გადახდაც საქართველოს მოუწევს?
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა ფასის გამოტანის გარეშე”,_ განაცხადა დეგნანმა.
ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა საკითხებში, პიტერ სტანომ, ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა ეჭვები საქართველოს ვალდებულებასთან შეუერთდეს 27 წევრიან კავშირს.
„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან, ფრენებს რუსეთში და ფრენებს რუსეთის თავზე“, – აღნიშნა მან.
საქართველოს ოპოზიციამ მკვეთრად დაგმო პირდაპირი ავიარეისების დაბრუნება, როგორც მმართველი ქართული ოცნების “დაჯილდოება” რუსეთის მიმართ “კარგი ქცევისთვის” უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
საქართველომ არ დაუწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მისცა ათიათასობით რუსეთის მოქალაქეს აქ გადმოსახლების უფლება, მათგან ბევრი მობილიზაციას გაურბოდა.
ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობს უდიდეს ოპოზიციურ პარტიას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობდა საქართველო „რუსულ პროვინციად“ გადაექცია.
მაგრამ მან დასძინა, რომ “ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს!”.