თურქეთში მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
euronews– ის ინფორმაციით, სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მათ დაზიანებები შენობებიდან გაქცევის მცდელობის დროს მიიღეს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სტამბოლსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგებიც, საიდანაც ერთ-ერთის სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა.
სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში, მარმარილოს ზღვაში იყო.