FBI- ის განცხადებით, რუსეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდენ – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი აცხადებს, თეირანმა და მოსკოვმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული მონაცემები მოიპოვეს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლოა ცრუ ინფორმაციის გაავცელებას და ქაოსის გამოწვევას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, ირანმა ამერიკელ ამომრჩევლებს მუქარის შემცვლელი განცხადებები უკვე გაუგზავნა. წერილები როგორც რესეპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მომხრეებმა მიიღეს.
,,იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებები არ გვინახავს, ვიცით, რომ მათაც მიიღეს ინფორმაცია ამომრჩევლების შესახებ, როგორც ეს 2026 წელს მოხდა,“ – განაცხადა რეტკლიფმა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.