პეტერბურგის უნივერსიტეტის 26 წლის სტუდენტი არტემ ნოვოჟილოვი დღეს, 1 ოქტომბერს მეგობართან ერთად მინერალნიე ვოდის გავლით ერევანში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო მესაზღვრეებმა ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, – ამის შესახებ BBC წერს,
როგორც ტელეკომპანია წერს, ნოვოჟილოვი მესამე ხარისხის ინვალიდია
18 წლის ასაკში თირკმელების პრობლემა დამეწყო და ერთის გადანერგვა მომიწია, მაგრამ ეს არ გახდა არგუმენტი მესაზღვრეებისთვის” – განუცხადა მან BBC-ს
არტემის თქმით, სომხეთში ბილეთები ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში იყიდეს, რადგან პეტერბურგში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპირებდა დოქტორანტურაში ჩაბარებას ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რისთვისაც TOEFL და GRE ენის გამოცდები უნდა ჩაებარებინა.
რუსეთში ამ გამოცდების ჩაბარება შეუძლებელი გახდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. მარტში TOEFL-ის გამოცდები შეჩერდა რუსეთსა და ბელორუსიაში, ხოლო ორგანიზაცია ETS, რომელიც ატარებს ტესტირებას, გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსი მომხმარებლების შეზღუდვა ომის დაწყების გამო იყო. ამის შემდეგ რუსებმა დაიწყეს საზღვარგარეთ გამგზავრება სერთიფიკატის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად, შემდგომი სწავლის ან მუშაობისთვის.
ავტორი