ევროპული საქართველოსთვის კომპანია ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე:
- გამოკითხულთა 13,2% გეგმავს, მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს, დავით ბაქრაძეს დაუჭიროს;
- ენმ-ის და ოპოზიციური პარტიების კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს 13% უჭერს;
- ქართული ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმას 10.20% მისცემს;
- შალვა ნათელაშვილს მხარს 4.60% უჭერს;
- სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% აძლევს;
- ყველას გადახაზვას 7.20% აპირებს;
- უარი პასუხზე – 5.5%-მა თქვა.
გამოკითხულთა 41,20%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა (R)განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა -95%.