კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებიაზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა.
შემთხვევა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა. ფაქტის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ძალადობის ფაქტს, ახალგაზრდა კაცის მამა შეესწრო.
მომხდარის შესახებ, პოლიციას თავად ქალმა შეატყობინა.
შვილიშვილი უკვე დაკავებულია. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- მუხლით მიმდინარეობს.