კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი “ფეისბუქზე” გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებებს, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შეთავაზებასთან დაკავშირებით.
“ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!” _ დაწერა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.