ბედისწერას ვერ გაექცევი _ ლუდოვიკო XVI-ს უწინასწარმეტყველეს, რომ 21 რიცხვში გარდაიცვლებოდა.
შეშინებულ ლუდოვიკოს ყოველთვის ახსოვდა ეს რიცხვი, ამ დღეს იგი საკუთარ საძინებელში იყო ჩაკეტილი, არ იღებდა არავის, გადადებული ჰქონდა ყოველგვარი ვიზიტები და საქმიანი შეხვედრები.
მაგრამ მისი გადამეტებული სიფრთხილე ამაო გამოდგა.
1791 წლის 21 ივნისს ლუდოვიკო და მისი ცოლი მარია ანტუანეტა დაჭერილი იქნენ, 1792 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო 1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუდოვიკო XVI ჩამოახრჩვეს.