რამდენი ცოლი შეიძლება ჰყავდეს მამაკაცს? მსოფლიო რელიგიების უმეტესობა 1 ცოლის ყოლის უფლებას იძლევა. მართლმორწმუნე მუსულმანს 4 მეუღლის მოყვანა შეუძლია. მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც ამგვარი შეზღუდვები მიუღებლად მიაჩნიათ.
ინდოეთის შტატ მიზორამის მცხოვრებ ციონ ხანას 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი ჰყავს. ისინი ერთად ცხოვრობენ 100-ოთახიან ოთხსართულიან სახლში. ბატონი ხანა რელიგიურ სექტას ხელმძღვანელობს, რომლის წევრებსაც იმდენი ცოლის ყოლა შეუძლიათ, რამდენსაც მოისურვებენ.
ოჯახში თითქმის გასამხედროებული წესრიგი მოქმედებს. ცოლების ნაწილი ოთახების დალაგებითაა დაკავებული, ნაწილი _ რეცხვით, ნაწილი _ საჭმლის მომზადებით.
უბრალო “ოჯახური” ვახშამი აქ საკმაოდ სერიოზულ მომზადებას საჭიროებს: იხარჯება 120 კგ. ბრინჯი, 30 ქათამი, 132 კგ. კარტოფილი და “მცირეოდენი” სხვა ბოსტნეული. ეს როცა მხოლოდ თვითონ არიან და თუ კიდევ ერთი ოჯახი ესტუმრათ?
როგორც ჩანს, სექტის საქმეები კარგად მიდის. მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში ბატონმა ხანამ 10 ახალი ცოლი მოიყვანა. “ჩემი ოჯახი გაიზრდება მანამ, სანამ ჩემში არის სასიცოცხლო ძალები”, – ირწმუნება ოჯახის მამა-მარჩენალი.
უფროსი შვილები ამბობენ, რომ ამ გზით მათი მამა ზრუნავს ახლომახლო მცხოვრებ ყველაზე ღარიბ ქალებზე, რომლებსაც სრულ სიღატაკეში მოუწევდათ ცხოვრება.
ყველაზე ახალგაზრდა ცოლები ქმრის საძინებელთან ახლოს ცხოვრობენ და რიგრიგობით სტუმრობენ მას. ასაკოვანი ცოლები კი გიგანტურ საერთო საცხოვრებელში არიან გადანაწილებულნი.