“შენ წაქცეულ ბეგი სიორიძეს ვერასდროს ნახავ, მკვდარი შეიძლება ნახო,” _ ასე უპასუხა ოზურგეთის ყოფილმა მერმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის მოადგილის, ავთანდილ (ზურა) ჩხაიძის ამ პოსტს, რომელშიც ეს უკანსაკნელი სიორიძეს მოუწოდებს “მოინანიოს”:
“წაქცეულებს არ ურტყამენ ბეგი! უბრალოდ იფიქრე და მოინანიე, მეტს აქ არაფერს გეტყვი. თუ კითხვები გექნება ნებისმიერ დროს და სადაც გაგიხარდეს! უფალი გფარავდეს!” _ წერს ჩხაიძე.
“წაქცეული თქვენთვის მაშინაც კი არ მიწოდებია, როცა ამხელა გენერალმა კაცმა სულ რაღაც 2000 ხმა მიიღე წინა არჩევნებში” _ პასუხობს სიორიძე ჩხაიძეს და აღნიშნავს, რომ მასთან შესახვედრად ნებისმიერ დროს მზადაა:
“ბატონო ზურაბ! ჯერ იმის დედაც, ვინც შენ ჩემი თავი ასე გაგაცნო და მერე დამჯერებლისაც. შენ წაქცეულ ბეგი სიორიძეს ვერასდროს ნახავ, მკვდარი შეიძლება ნახო. მე არჩევნები სულ რაღაც 79 ხმით “წავაგე” და ბრძოლაც კი აღარ გავაგრძელე მის მოსაგებად იმიტომ, რომ სწორედ ოზურგეთი და ოზურგეთელები გავითვალისწინე.
ძალიან კარგად იცით (თქვენ მითუმეტეს) სინამდვილეში რაც მოხდა. ჩემთვის ყველა სკამზე ძვირფასი ჩემი ოზურგეთია და თქვენ ვინც ასე გწამლავთ ჩემს წინააღმდეგ, ძალიან დიდ შეცდომაში შეყავხართ რომ იცოდეთ.
წაქცეული თქვენთვის მაშინაც კი არ მიწოდებია, როცა ამხელა გენერალმა კაცმა სულ რაღაც 2000 ხმა მიიღე წინა არჩევნებში იმიტომ, რომ არ მეგონა გენერალს თუ სოციალურ ქსელში ასე პატარა კაცის პოზიციიდან შეეძლო საუბარი.
სადაც გინდათ იქ შევხვდეთ _ ერთი-ერთზე კი არა ჯარი-ჯარზე თუ გინდა, მარა არა მგონია დიდი აზრი ქონდეს (სამწუხაროდ, ახლა დავრწმუნდი, აქამდე მართლა პატივს გცემდი) ამ შეხვედრას უკვე თქვენთან,” _ წერს ბეგლარ სიორიძე.