“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ მორიგი შეხვედრა სოფელ მერიაში გამართა:
“მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლებლობებისა და რესურსის ფარგლებში, მოსახლეობისთვის მაქსიმუმი გააკეთა, მაინც რჩება პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ჩემი უპირველესი საზრუნავი გახდება. მერიელებს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. რის საშუალებასაც კანონი მომცემს, იმ საშუალებით, მათთვის ბოლომდე დავიხარჯები.
მახარებს, რომ მოქალაქეები პოზიტიურად არიან განწყობილნი და ადეკვატურად აფასებენ ჩვენი მოღვაწეობის სამ წლიანი პერიოდის შედეგებს. ჩვენ, მართლაც, მცირე დროში მოვახერხეთ ქალაქსა და თემებში სხვადასხვა მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება, რამაც ოზურგეთი სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა.
ოზურგეთელებმა დაინახეს, რომ ხელისუფლება ხალხის გვერდითაა და თითოეული ოჯახის პრობლემა ჩვენი ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას აქვს ჩვენი ნდობა, ეს კი მუხლჩაუხრელი საქმიანობით დავიმსახურეთ. სწორედ ასეთი თანადგომით გავაძლიერებთ ოზურგეთს და შევქმნით ძლიერ თვითმმართველობას!” _ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.