მდინარე ნატანებზე, კიტა მეგრელაძის ქუჩის მიმდებარედ, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები უკვე დაიწყო.
მდინარის კალაპოტს 352 გრძივი ნაპირდამცავი გაბიონი გაამაგრებს. წლების მანძილზე აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს, უამინდობისას, ადიდებული მდინარე მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა _ სტიქიის დროს ნადგურდებოდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ასევე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.
(R)