აშშ-ში მოღვაწე ქართველმა რეანიმატოლოგმა, ბექა ბახტაძემ, გადაცემაში „დღის კურიერი“ კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჩვეულებრივი გრიპი არაა და ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავსაც ვნებს და სხვებსაც.
„ეს დაავადება მხოლოდ გრიპი არ არის. ეს არის სისულელე. ამის მარტივი მაგალითია, რომ არ არსებობს მედიკამენტები მის სამკურნალოდ. ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიძლება, გახდნენ წყარო, რაც გრიპის დროს არ ხდება“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.