,,კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს, თუმცა ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ესაა ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა უნდა შესრულდეს“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პანსიონის შიგნით სოციალური მუშაკების მუშაობა
„კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს, თუმცა ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ესაა ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა უნდა შესრულდეს. სოცმუშაკების შიგნით მუშაობა გარემოებებს ჩააცხრობს, ჩვენც ვიქნებით მშვიდად, თავად ბავშვებიც და ადმინისტრაციაც იქნება მშვიდად, რადგან მთელ ქვეყანას ეცოდინება, რომ შიგნით არიან კვალიფიციური სპეციალისტები. დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, ესენი შემდეგი ეტაპის საკითხებია. დასკვნა იქნება მაშინ, როდესაც სოცმუშაკები იმ ინფორმაციას, რასაც მოკრებენ, საკმარისად ჩათვლიან და დადებენ შესაბამის ანალიზს“- განაცხადა დავითულიანმა.