შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად გამოყენება მძიმე შედეგებს იწვევს. წონაში მომატებასთან ერთად ეს პროდუქტი საშიშ ონკოლოგიურ დაავადებასაც იწვევს.
საუზმედ შემწვარი კვერცხის ბეკონთან ერთად რეგულარულად გამოყენება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს იწვევს.
დაავადების რისკი 40 პროცენტით იზრდება, თუკი ადამიანი ყოველდღე 100 გრამ ბეკონს მიირთმევს. აგრეთვე 30 პროცენტით იზრდება ინსულტის განვითარების რისკი.
მეცნიერები კვერცხთან ერთად ბეკონის მირთმევის მოყვარულებს ურჩევენ ბეკონი ქათმის ხორცით შეცვალონ.