ცოტა ხნის წინ, ცნობილმა მოდელმა ბელა გადიდმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს სამოდელო ჩვენებების სეზონზე მიღებული თანხით უკრაინელ ხალხს დაეხმარება.
„როდესაც ამ ისტორიებს ვისმენ, და ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვუყურებ, ჩემს ახლობლებს, რომლებსაც მათთან კავშირი აქვთ გული მტკივა. მათ მიიღეს ოკუპაციის ძალიან მწარე გამოცდილება.
ჩვენ არ შეგვიძლია მოდის კვირეულების გაკონტროლება, რადგან ყველაფერი წინასწარ მზადდება. ვუერთდები ჯიჯის. მე მთლიანად გადავრიცხავ მოდის კვირეულებიდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებლად“. – განაცხადა ბელა ჰადიდმა.