სსრკ-ში 40-იანი წლების ბოლოს ძაღლსაშენ “კრასნაია ზვეზდაში”, გრიფით, “საიდუმლო” დავალება მიიღეს: “მთავრობასა და პარტიას” სამხედრო ობიექტების დასაცავად ესაჭიროებოდა ძაღლი, რომელსაც ექნებოდა საუკეთესო ფიზიკური თვისებები, ძლიერი ხასიათი და სასტიკ ყინვაში დაუბრკოლებლად შეეძლებოდა მუშაობა.
ახალი ჯიშის გამოყვანისას წამყვანი როლი 4 ჯიშს მიენიჭა – ერდელტერიერს, ნიუფაუნდლენდს, როტვეილერსა და რიზენშნაუცერს.
რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ კი მიიღეს უზარმაზარი, ძალიან ჭკვიანი, “ყინვაგამძლე”, სქელბეწვიანი ძაღლი.
ახალ ჯიშს “რუსული შავი ტერიერი” ეწოდა. კინოლოგებმა კი მაშინვე “სტალინის ძაღლი” დაარქვეს. დღეს “სტალინის ძაღლი” კერძო სახლ-კარსაც იცავს. თანაც ჭკვიან გოლიათებს ბავშვებსაც უშიშრად ანდობენ