ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი,_ ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა.
“გაცემული იქნა ყველა ინსტრუქცია არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. დღის მეორე ნახევარში არმია, მთელი შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, ლუკაშენკო გამოეხმაურა რუსეთში ამბოხის მცდელობას და თქვა რომ “თუ რუსეთი დაიშლება, მის ნანგრევებში მოვყვებით და დავიღუპებით”.