ისკანდერის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც რუსეთმა განათავსა ბელარუსში, სრულად მზად არიან თავიანთი ამოცანების შესასრულებლად,_ განაცხადა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.
“ჩვენმა სამხედროებმა, ეკიპაჟებმა სრულად დაასრულეს წვრთნა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ საბრძოლო მომზადების ცენტრებში”, – თქვა ლეონიდ კასინსკიმ, სამინისტროს იდეოლოგიის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„ამ ტიპის იარაღები (ისკანდერი და S-400 სისტემები) დღეს საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ და ისინი სრულად მზად არიან შეასრულონ დავალებები დანიშნულებისამებრ“.
გაურკვეველია, რამდენი ისკანდერის სისტემა – რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება – განლაგდა ბელარუსიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ივნისში განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკს მიაწვდის მათ და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.