ბელგიაში დაბადებული ინგუში, ჰალიდ დოლტმურზიევი საქართველოს სახელით ითამაშებს. 15 წლის ჰალიდი ბრიუგეს 16 წლამდელთა გუნდში თამაშობს და ერთ-ერთი ლიდერია. ამპლუით ფორვარდს 23 მატჩში 22 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.
ჰალიდის ოჯახი ბელგიაში 2000 წელს გადასახლდა. მისი უფროს ძმაც სპორტსმენია, ჯუდოკა. ფეხბურთის თამაში ჰალიდმა ნიუპორტში დაიწყო, შემდეგ ის სერკლ ბრიუგეს აგენტებმა შეამჩნიეს, ხოლო ბრიუგეს ახალგაზრდა ფორვარდი 2022 წელს შეუერთდა. ის 22 მაისს 16 წლის ხდება და დიდი ალბათობით პირველ გუნდთან კონტრაქტსაც სულ მალე შესთავაზებენ. ფეხბურთელის აგენტებიც ქართველები არიან, სანდრო ჭელიძე და პეტრე სარდანიძე.
დოლტმურზიევის ოჯახს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი თამაში მამის დიდი სურვილი იყო და რაც მთავარია, ეს თავად ფეხბურთელს სურს.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, 2024 წლის კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში – დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
წყარო: setantasports