Euronews-ის ინფორმაციით, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრუმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზამთარი შეიძლება რთული იყოს, რადგან რუსეთმა დაიწყო გაზის მიწოდების შემცირება რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთვის.
„გერმანიაში უკვე ფიქრობენ, რომ ზამთარში გაზის დეფიციტი ექნებათ, ზემოქმედება დიდი იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
“ჩვენ ერთად უნდა ვიყიდოთ გაზი და დავაწესოთ ფასების ლიმიტი”, – თქვა კრუმ.