რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა “Readovka“-მ ტელეგრამზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს.
,,ბელგოროდში, სავარაუდოდ, FSB-ს შენობაზე თვითმფრინავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოაგდეს. ერთ-ერთი შენობის სახურავზე კვამლი ჩანს. ოფიციალური პირები სიტუაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
შენობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.“ – წერს გამოცემა.
რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-ს ცნობით, FSB-ის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა იყო ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეც.
,,ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების შესახებ და პრეობრაჟენსკაიას ქუჩის გადაკეტვაზე. ამ ქუჩაზე მდებარეობს FSB-ის რეგიონალური ფილიალი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ.“ – წერს გამოცემა.
ონლაინ გამოცემა SOTA წერს, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე.
ავტორი