TIMES OF ISRAEL-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იემენელ „ჰუსიტებს“ მკაცრი პასუხით დაემუქრა.
“”ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მაღალ ფასს ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობისთვის. ვისაც შეხსენება სჭირდება, მიბრძანდეს ჰოდეიდას პორტში. ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ ვერ გაგვექცევა. „ჰამასი“ ამას უკვე აცნობიერებს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ისრაელის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააკეთებს „ყველაფერს, რაც საჭიროა“, რათა მოქალაქეები ჩრდილოეთ რეგიონებში თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.