საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერა სვეტიცხოველში გაიმართა და ცერემონია რიგითი პირებისთვის დახურული იყო. ტაძარში მისვლამდე ივანიშვილების ოჯახი პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო, წყვილი დალოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
პატრიარქთან შეხვედრი ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.