გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ბერას, ანზორ ჩუბინიძის და პრემიერ ღარიბაშვილის საუბარს ასახავს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმაურება.
„ღარიბაშვილმა 2010 წელიაო. დავუშვათ.
– 2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან წარმოგიდგენიათ?
– ჩუბინიძე თუ ასე იქცევა, ფარცხალაძე როგორ იქცევა წარმოგიდგენიათ?
– ბერას ნათქვამზე თუ ასე იქცევიან, ბიძინას ნათქვამზე რას იზამენ წარმოგიდგენიათ?
– ფეისბუქზე შეურაცხმყოფელ კომენტარზე თუ ასე რეაგირებენ, მათ ძალაუფლებას როცა საფრთხე ემუქრება, მაშინ რაზე არიან წამსვლელები წარმოგიდგენიათ?”_ წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერი დღეს ნოდარ მელაძის შაბათმა გაავრცელა.
„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ჩანაწერი 2010 წლით თარიღდება და აწყობილია.