მოსკოვის ზოოპარკში გარდაიცვალა ალიგატორი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიგატორი 1936 წელს ამერიკაში დაბადების შემდეგ ბერლინის ზოოპარკს აჩუქეს.
1943 წელს დაბომბვის დროს ის ზოოპარკიდან გაიქცა.
სამი წლის შემდეგ ბრიტანელმა სამხედროებმა იპოვეს და საბჭოთა კავშირს გადასცეს.
სატურნის გამოჩენას თან ახლდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ის ბერლინის ზოოპარკიდან არ იყო და ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა.
მოსკოვის ზოოპარკში ასეთ ცნობებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ცხოველები არ მიეკუთვნებიან პოლიტიკას და მათ ადამიანის ცოდვებზე პასუხი არ უნდა აგონ.
”გუშინ დილით, ჩვენი მისისიპის ალიგატორი სატურნი გარდაიცვალა სიბერისგან. ის დაახლოებით 84 წლის იყო, განსაკუთრებით პატივსაცემი ასაკისა“,_ თქვა ზოოპარკმა.
ზოოპარკში ამბობენ, რომ სატურნი მის მომვლელებს ცნობდა, უყვარდა მასაჟი.