რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრისკენ უბიძგეს, რომლითაც სურდათ კიევში „ღირსეული ადამიანები“ დაეყენებინათ – თქვა იტალიის ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ. ამ განცხადებამ, იტალიაში, არჩევნების წინ კრიტიკა გამოიწვია. ამის შესახებ reuters წერს.
გამოცემა წერს, რომ იტალიელი ლიდერი, რომლის პარტია Forza Italia ეკუთვნის მემარჯვენე კოალიციას, რომელიც სავარაუდოდ გაიმარჯვებს კვირას საყოველთაო არჩევნებში, არის პუტინის დიდი ხნის მეგობარი და მისი კომენტარები დასავლელ მოკავშირეებს აშფოთებს.
„პუტინს რუსი ხალხი, მისი პარტია, მინისტრები უბიძგებდა, რომ მოეწყო ეს სპეცოპერაცია“, -უთხრა ბერლუსკონიმ იტალიის საზოგადოებრივ ტელევიზიას RAI – ს.
ბერსლუსკონის მტკიცებით, რუსეთის გეგმა თავდაპირველად იყო კიევის დაპყრობა “ერთ კვირაში” და დემოკრატიულად არჩეული უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლა “ღირსეული ხალხის მთავრობით” და “ერთ კვირაში” გასვლა, – თქვა მან.
“არც კი მესმოდა, რატომ გავრცელდნენ რუსული ჯარები უკრაინის გარშემო მაშინ, როდესაც ჩემი აზრით ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ”. – ამბობს 85 წლის ბერლუსკონი, რომელმაც პუტინს ერთხელ უმცროსი ძმა უწოდა.
შვიდთვიანი ომის დროს პუტინის მიერ განცხადებული ომის მიზნები განსხვავდებოდა. უკრაინა თავდაპირველად დევნიდა თავის ჯარებს კიევის ტერიტორიიდან, ახლახან კი რუსეთის საზღვრის მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილებიდან. პუტინი ახლა ამბობს, რომ მთავარი მიზანი დონბასის რეგიონში ტერიტორიის დაცვაა, რომელსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ პრორუსი სეპარატისტები.
ოპონენტების საყოველთაო დაგმობის წინაშე, ბერლუსკონიმ პარასკევს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი შეხედულებები “ზედმეტად გამარტივებულია”.
“უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაუმართლებელი და მიუღებელია, პოზიცია ნათელია. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ევროკავშირთან და ნატოსთან”, – განაცხადა მან.
ავტორი