“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძე ამ წუთებში არის ოზურგეთის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
“ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში. როდესაც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელით შეეხო ბესოს, დაკავებით კი ბესო დააკავეს. შემიძლია გითხრა, რომ ის არის პოლიციის შენობაში. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება _ მისი ტელეფონი გამორთულია”, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ.
როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.