გასულ კვირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესო ქათამაძე ამომრჩეველს ნასაკირალის მეჩეთში შეხვდა და იმ საკითხებზე ესაუბრა, რომელიც მათ აწუხებთ:
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ მიმდინარე, მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ პარასკევის ,,ჯუმის” ლოცვაზე აგროვებენ თანხებს იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ და არა აქვს მნიშვნელობა ისინი რომელი რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან.
მათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწევიათ ადგილობრივებისთვის, როგორც ოპერაციისთვის საჭირო თანხების შეგროვებით, ასევე, ზამთრისთვის შეშით უზრუნველყოფის მხრივ.
ვამაყობ ამ ადამიანებით და დიდ მადლობას ვუხდი მათ, კეთილი საქმეების კეთებისთვის“, _ აღნიშნა ბესო ქათამაძემ.
მისივე თქმით, მეჩეთში შეკრებილ ამომრჩეველს გასულ თვეებში მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშიც ჩააბარა.
ნასაკირალელების რჩეული ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.