ქალაქ ოზურგეთის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ბესო მელუამ, ოზურგეთის მერიას სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბესო მელუა თანამდებობაზე იქნა აღდგენილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერს, ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსის, გოგი ინწკირველის სახლში გაშვება და მელუას თანამდებობაზე აღდგენა მოუწევს.
გარდა ამისა, მელუას ბიუჯეტიდან განაცდურიც უნდა აუნაზღაურდეს.
ამ დროისთვის უცნობია გაასაჩივრებს თუ არა მერია უზენაეს სასამართლოში სააპელაციოს გადაწყვეტილებას.