შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ, – ამის შესახებ გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ბეთ ვან შააკმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან, ასევე რუსეთს მიმართა ,,მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ!”
საგანგებო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს, როგორ გააერთიანონ ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინაში განვითარებულ უმძიმეს მოვლენებზე გამოძიება ეფექტურად ჩატარდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მიდამოებში მოქმედმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ. შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ცნობები შეკრული ხელებით მოკლული პირების შესახებ. ცნობები იმის შესახებ, რომ ცხედრებს წამების ნიშნები აქვს. ასევე, შემზარავი ინფორმაცია ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ. ჩვენი მარტივი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ასეთია: მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ”, – თქვა ბეთ ვან შააკმა.
მისივე თქმთ, შეერთებული შტატები მიესალმება ICC-ის გამოძიებას უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეში და მიუთითა დაინტერესებული მხარეებს საერთო მიზნებზე, მიაღწიონ სამართლიანობას.
„აშშ მხარს უჭერს უკრაინაში სისასტიკეში ჩადენილი საერთაშორისო გამოძიებების. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაერო-ს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მირ განხორციელებულ ნაბიჯებს მოიცავს“ – თქვა ვან შააკმა.
ავტორი