ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბეტონმზიდის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელ ეზოში შევარდა.
ინფორმაციას სოფლის რწმუნებული ადასტურებს.
ბესიკ კორტავას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.