ხიდისთავში გუდავაძეების საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მეხი ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა, რომელზეც მრიცხველებია დამონტაჟებული და შემდეგ სადენების მეშვეობით სახლზე გავრცელდა.
“ტექნიკა ყველაფერი დაიწვა, სახლის ნაწილი ჩამოიშალა, იმხელა მუხტი იყო. ფანჯრებზე მინები ჩალეწილია, ფარდები დაიწვა. ჭაღები ჩამოცვივდა… ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფეხშიშველი იყო და დაეწვა ფეხისგულები.
თავდაპირველად ცეცხლი გაზის გამათბობელს გაუჩნდა. ბეწვზე გადარჩნენ. საბედნიეროდ, არ დაიბნენ ოჯახის წევრები და ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.
“გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ზურაბ მათითაიშვილს დაუკავშირდა.
მერის წარმომადგენლის თქმით, მეხი სახლთან მდგომ ბოძს დაეცა და ამჟამად დაზიანების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მეხი სახლთან მდგარ ბოძზე დაეცა და „ენერგო-პრო“ გამოსულია და აკეთებს ახლა დაზიანებას.
_ ბატონო ზურა, გვეუბნებიან რომ ტექნიკა დაიწვა…
_ კი ბატონო. ტექნიკა დაიწვა. გადაცემულია მუნიციპალიტეტზე და ვნახოთ რეაგირება როგორი იქნება.





























































