ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს ავრცელებს.
“დავწერ და ასევე ვიდეოსაც დავდებ იმ ახალ ოპიატების გამოჩენის დიდ ალბათობაზე, რამაც გამოიწვია ამდენი ზედოზურების შემთხვევა ევროპისთვის დღეს დიდი გამოწვევა და მათი ინდენტიფიცირება მოხდა, როცა სიკვდილი დაფიქსირდა დიდი ბრიტანეტში ამიტომ მგონია რომ აუცილებელია ამ ინფორმაციის გაზაირება.
იზოტონიტაზენი (Isotonitazene) არის ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის წარმოებულებს. იგი პირველად აღწერილი იყო 1950-იან წლებში, თუმცა ბოლო წლებში გახდა ცნობილი, როგორც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (NPS) და ხშირად ჩნდება ფენტანილის ალტერნატივად ან დანამატად.
ბევრად ძლიერია, ვიდრე მორფინი და თითქმის ფენტანილზე ძლიერი. ეს ზრდის ზედოზირების მაღალი რისკს.
მოქმედების მექანიზმი: მოქმედებს მუ-ოპიოიდურ რეცეპტორებზე — მსგავსად ფენტანილისა და ჰეროინისა — და იწვევს ძლიერი ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტს.
ჩვეულებრივ იყენებენ ინტრანაზალურად (ყნოსვით), ინექციურად , თუმცა ხშირად ისაა სხვა ნივთიერებებში შერეული ბენზოდიზეპინეპში ჰეროინში კოკაინში მეფედრონში და სხვა სინტეზურ ნარმოტიკრბში
რისკები
• მწვავე რესპირატორული დათრგუნვა (გარდაცვალების ხშირი მიზეზი).
• დამოკიდებულების მაღალი პოტენციალი.
• ანალიტიკურად რთული გამოსავლენია — ბევრ ტესტზე არ ჩანს, რადგან შედარებით ახალია.
• სამედიცინო გამოყენება: არ გამოიყენება ლეგალურ მედიცინაში.
და
მოუსმინეთ ეხლა ვიდეოს”, _ წერს ნარკოლოგი.































































