ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი – ასე ეხმაურება, თბილისი მერი კახა კალაძე, „დოიჩე ველეს” სტატიას, სადაც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ნახსენებია როგორც „რუსეთის კაცი“.
„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი”,- განაცხადა კალაძემ.