“ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კონკრეტულად კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში, _ ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
“ნუ თბილისი რაც არის ვიცით ყველამ, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია, ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება, ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ კაცო?! მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ვთქვათ ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე, პირობითად ვიძახი და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება კონკრეტულად, ხვალ-ზეგ, როცა კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა და აუცილებლად გაიზრდება, მერე რას ვშვებით? რას ვუშვებით ამ უკვე გაფართოებულ ქუჩებს, სადაც უკვე დამატებული ნაკადები ვეღარ დაეტევა, მერე რა გადაწყვეტილებას ვიღებთ, რა უნდა გავაკეთოთ ამაზე თუ უფიქრია საერთოდ ვინმეს.” _ განაცხადა კალაძემ.