2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, – ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, – აცხადებს ამერიკელი გენერალი.
მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.
„ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, – აცხადებს ბენ ჰოჯესი.
წყარო: იმედინიუსი