„ბიბლუსი“ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურულ ტურნეს იწყებს _ შეხვედრები 1-ელ ივლისს რუსთავში დაიწყება და 19 ივლისს ბათუმში დასრულდება.
საერთო ჯამში თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. მწერლები შეხვედრაზე საკუთარ წიგნებს განიხილავენ, შემდეგ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ, შეხვედრის ბოლოს კი ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.
ტურნეს განრიგი ასეთია:
· 1 ივლისი, რუსთავი – გიორგი არაბული/გიორგი კეკელიძე;
· 10 ივლისი, გორი – ვასო გულეური/დათო ტურაშვილი/დიანა ანფიმიადი;
· 13 ივლისი, თელავი – მიშა ღამესაშვილი/ნინია სადღომელაშვილი;
· 14 ივლისი, გურჯაანი – ეთერ თათარაიძე/ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;
· 15 ივლისი, ბაკურიანი – ტარიელ ხარხელაური;
· 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი/ზვიად კვარაცხელია;
· 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;
· 18 ივლისი, ბათუმი თეონა დოლენჯაშვილი/გიორგი კეკელიძე;
· 19 ივლისი, ბათუმი – თათული ღვინიანიძე.
მიმდინარე წლის ტურნე გამორჩეულია თავისი თემატიკითაც. ტურნე სახელწოდებით „ილიას ევროპა და საქართველო“ იმართება.