დღეს დილით წიგნის მაღაზია ბიბლუსის ოზურგეთის ფილიალის თანამშრომლებს ნახევრადდამწვარი დახვდვდათ.
“დეტალები არ ვიცით. მოვედით დილით და საზარელი სურათი დაგვხდა. ჩვენთვის არავის დაურეკავს ხანძართან დაკავშირებით. უფრო მეტად საბავშვო ლიტერატურა არის დამწვარი და მაღაზიის ერთი ნაწილი.” _ გვითხრა ბიბლუსის ერთ- ერთმა თანამშრომელმა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წიგნის მაღაზიაში ხანძარი ადრე დილით გაჩნდა და ამის შესახებ ინფორმაცია სახანძროს უცნობა პირმა მიაწოდა.
ბიბლუსის თანამშრომლების თქმით, მაღაზიაში ელექტროსისტემა ჩართული არ იყო, ელექტროენერგიას ყოველთვის გამორთულს ტოვებდნენ.