წინანდალში 25 წლამდე ასაკის ბიჭი ბიძამ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში 2 იანვარს, ღამით მოხდა,_ ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიძასა და დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
არსებული ცნობებით, 50 წლამდე მამაკაცმა საკუთარ დისშვილს დანით ჭრილობა სხეულზე მიაყენა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცავებმა ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ჩხრეკის დროს კი მისგან არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტოს “მთავარი ამბები კახეთიდან”, განუმარტა, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
































































