“ქართული ოცნების” ფეისბუქგვერდზე ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადება ვრცელდება.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.
ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს.
სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო”,_ წერია განცხადებაში.




























































