_ “2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება”, _ ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამო მიიღეს.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს”, _ განაცხადა ივანიშვილმა.