ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაწყებული აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი ხალხს მოუწოდებენ გამოვიდნენ ქუჩაში და დადგნენ სწორ მხარეს.
აქციის მონაწილემ თაკო მიქაძემ აღნიშნა: “ბიძინა ივანიშვილი არის ერთი და ჩვენ ვართ ბევრი”.