“მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ზურაბიშვილს ახლავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, “ძალიან კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ _ სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს”.
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა თუ ამომრჩევლის მობილიზება ვერ მოხდა და მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურში ზურაბიშვილი კონკურენტს აუცილებლად დაამარცხებს.
“დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება “ქართული ოცნების” ამომრჩევლის დიდი ალბათობით ქალბატონი სალომე პირველსავე ტურში იმარჯვებს.
ყველაზე პესიმისტური გათვლებით მეორე ტურს აუცილებლად იგებს სალომე მეორე ტური თუ შედგა თითქმის თანაბარი შანსი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” ორივე წარმომადგენელს.
თუ იქნება მეორე ტური რისი ალბათობაც დაბალია, ასეთ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის იმაში, რომ მეორე ტურს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.
პირველსავე ტურში დავასრულოთ ეს არჩევნები დავაცხროთ ეს ემოციები, ამიტომ კიდევ ერთჯერ ვთხოვ მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინოს ამომრჩეველმა,“ _ განაცხადა ივანიშვილმა.