“გაზაფხულზე დავიწყებ ექსპერიმენტს, რომ აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი. მე საკუთარი ხარჯებით, ადგილობრივებს დავეხმარები, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება”, _ განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
“იქ ადგილობრივებს დავეხმარები. მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის.
ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრით დავეხმარები, რომ გამოცვალონ და ახლა ამას ვერ მოვყვები აქ, გადაცემაში.
ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი. ოფსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე და გაისიდან მე ვაპირებ. ვნახოთ როგორ გამოვა, მგონი მოვახერხებთ, ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში. 800 ოჯახია სულ.
10 წლის შემდეგ საქართველო, თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, შეიძლება პირველი ქვეყანა იყოს, რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა, _ განაცხადა ივანიშვილმა.