“მიმაჩნია, რომ გავღარიბდი“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დასათაურებულია “რასაცა გასცემ, შენია…“
მისი თქმით, ახლა რომ „ჩემია“ ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე „ჩემი“ არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს:
“მიმაჩნია, რომ „გავღარიბდი“. ჩემი კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება და ის, რაც ფონდმა შეძლო შეექმნა ან გადაერჩინა, ყველა იმ საუნჯის თანამესაკუთრე ხომ ვართ მე და ჩემი ოჯახი? ვართ და თუ ვართ, მაშინ, რაღანაირად „გავღარიბდი“? ახლა რომ „ჩემია“ ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე „ჩემი“ არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს (ვერც მე, მათ შორის). ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში, მე, ერთი ქართველი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც ასე ვკითხულობთ მას.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
ცნობისთვის; ინტერვიუ 9 იანვარსაა ჩაწერილი, თუმცა რესპონდენტის _ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით 11 იანვარს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.