საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძის დაკავებას გამოეხმაურა და მის პროტესტს „ნაციონალებისგან” პოლიტიზირებული უწოდა:
“მე მას კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ. მთელმა საქართველომ გაიზიარა ეს ტრაგედია, მაგრამ ასე არ შეიძლება.
ბატონ ზაზას ვთხოვდი, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება, ის, რომ ადგილს უნახავს ნაციონალურ მოძრაობას რუსთაველზე, ეს ხომ კარგად ვიცით?
ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ. მთავარი პროკურორიც კი გადადგა, თუმცა არ იყო ამის საჭიროება.
მე ვტხოვ ბატონ ზაზას _ არ არის საჭირო ეს ზეწოლა. არ იმსახურებს ეს ხელისუფლება. ვაცადოთ სასამართლოს მუშაობა, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.