„ადამიანების მინისტრად დანიშვნაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იღებს და როგორც ჩანს, თეა წულუკიანის წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უბრალოდ, დროის საკითხია იუსტიციის მინისტრის წასვლას როგორ გააფორმებენ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა,
ჩვენ დავინტერესდით, შესაძლოა თუ არა ჰქონდეს თეა წულუკიანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შემონახული კომპრომატები, რომლებსაც თანამდებობაზე დარჩენის მიზნით იყენებს. ზურაბიშვილის თქმით, კომპრომატების არსებობა გამორიცხულია.
„ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. თეა წულუკიანს არანაირი კომპრომატები გააჩნია. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციის ხელიდან ის დიდი ხანია გადაყენებულია, რადგან მის მიმართ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თეა წულუკიანს განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა პრინციპულად არ შეუძლია, რაც მის ქმედებებში ბევრჯერ დადასტურდა“,_ აღნიშნა ზურაბიშვილმა.